ENG

კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი დაიწყო

12-13 მარტს, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“  შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრის მონაწილეებისათვის გაიმართა თეორიული და პრაქტიკული გადამზადების ტრენინგი - მოლაპარაკების წარმოებასა და მედიაციაში. ღონისძიება გახსნა „ევროპის უნუვერსიტეტის“ სამართლის პროგრამის ხელმძღვანელმა - თათია დოლიძემ, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა მდივანმა - თამარ იმნაიშვილმა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა - ნათია ჩიტაშვილმა. შეჯიბრში მონაწილეობს საქართველოში არსებული 15 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 30 სტუდენტი. მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული გადამზადების ტრენინგს უძღვებოდა პროექტის ხელმძღვანელი- სოფიო დუღაშვილი, სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის თემატურად მოწვეულ სპიკერებთან - ელენე ორჯონიკესთან, თამთა დევდარიანთან, სალომე ბეჟაშვილთან და ირაკლი წურწუმიასთან ერთად. ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიმართება ეროვნული შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში, რომლის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი და შესაბამის ნომინაციებში გამოვლენილი მონაწილეები. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური ჯილდოები,ხოლო ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. პროექტის საუკეთესო მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში.

უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია