ENG

მე-2 ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი-„მედიაცია იურისტებისთვის“.

მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი რიგით მე-2 ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი-„მედიაცია იურისტებისთვის“.

საერთაშორისო ფორუმი “მედიაცია იურისტებისათვის” გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მარია სლაზაკმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

ფორუმი მიმდინარეობდა პანელური დისკუსიის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, მოსამართლეები და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები.

ფორუმზე უცხოელმა ექსპერტებმა გაუზიარეს ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება.დისკუსიის ფორმატში ასევე პანელის მონაწილეებმა განიხილეს წარმომადგენლის როლი მედიაციის პროცესში და ფინანსური კუთხით მედიაციის უპირატესობის საკითხი.

ყოველწლიური ფორუმის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იურისტებში და წარმოჩენა იმისი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მედიაციის პრაქტიკის დანერგვა იურიდიულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ ფორუმი „მედიაცია იურისტებისთვის“ არის ძალზედ კარგი შესაძლებლობა იურისტებისათვის ყოველწლიურად გაეცნონ დავის რეგულირების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ სიახლეებს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“