ENG

მე-2 ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი-„მედიაცია ბიზნესისთვის“

მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ერთობლივი მე-2 ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი-„მედიაცია ბიზნესისთვის“

საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს  საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ,  USAID მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯონ პენელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა მელაძემ, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი საქპატენტის დირექტორმა სოსო გიორგაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

ფორუმი მიმდინარეობდა პანელური დისკუსიის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები.

ფორუმზე უცხოელი ექსპერტებმა გაუზიარეს ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება, კერძოდ მაიკლ მაკილვრათმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თუ რატომ უნდა გაიღოს ბიზნესმა რესურსი მედიაციაზე.

დისკუსიის ფორმატში ასევე მიწვეულ სტუმრებმა განიხილეს  კომერციული მედიაციის როლი ბიზნეს-ეფექტურობის მიღწევაში და ბიზნეს დავების გამოწვევები სასამართლოში.

ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ მიზნად ისახავს ერთის მხრივ, დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, სტაბილური პლატფორმის შექმნას, რაც საშუალებას მისცემს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მეტი შეიტყონ მედიაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ეფექტიანად, მოკლე ვადაში და ნაკლები დანახარჯით მათ წინაშე არსებული დავები თავად მოაგვარონ მედიაციის გამოყენებით
_back

_Video Gallery

_Other news

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

ტრენინგი ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”