ENG

მედიაცია გლობალურ აკადემიურ კონტექსტში — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს უმასპინძლა

2024 წლის 24 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო პრაქტიკული სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც მიძღვნილი იყო მედიაციის თემატიკას. ღონისძიება ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით და გაიმართა საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში.

სიმპოზიუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და სსიპ „ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

სიმპოზიუმის დღის წესრიგი მოიცავდა 2 აკადემიურ პანელს: ქართულენოვან და ინგლისურენოვან სესიებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მომხსენებლებმა.

ღონისძიების საპატიო სტუმრის რანგში (keynote speaker) იყო ბერლინის Freie Universitat-ის გერმანელი პროფესორი ოლაფ მუთჰოსტი, რომლის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შესძინა კონფერენციას.

სიმპოზიუმი უნივერსიტეტის პროფესორების, დოქტორანტების, მაგისტრანტების და დარგის პრაქტიკოსი მედიატორების მონაწილეობით ჩატარდა. მონაწილეთა მხრიდან წარმოდგენილი იყო 12 სამეცნიერო სტატია. ნაშრომები მედიაციის თემატიკაზე არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა.

ღონისძიებამ დადებითი შეფასებები დაიმსახურა როგორც მონაწილეებისა და მსმენელების, ასევე სტუმრების მხრიდან.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მასალები უახლოეს მომავალში გამოიცემა სამეცნიერო კრებულის ფორმატში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მედიაციის თეორიულ-საგანმანათლებლო ბაზას ქართულ აკადემიურ სივრცეში.

სიმპოზიუმი მხარდაჭერილია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხრიდან, ასოციაცია მიესალმება მსგავსი ტიპის შეხვედრებს, რაც მედიაციის განვითრებას შეუწყობს ხელს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა