GEO

მედიაცია გლობალურ აკადემიურ კონტექსტში — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს უმასპინძლა

2024 წლის 24 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო პრაქტიკული სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც მიძღვნილი იყო მედიაციის თემატიკას. ღონისძიება ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით და გაიმართა საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში.

სიმპოზიუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და სსიპ „ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

სიმპოზიუმის დღის წესრიგი მოიცავდა 2 აკადემიურ პანელს: ქართულენოვან და ინგლისურენოვან სესიებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მომხსენებლებმა.

ღონისძიების საპატიო სტუმრის რანგში (keynote speaker) იყო ბერლინის Freie Universitat-ის გერმანელი პროფესორი ოლაფ მუთჰოსტი, რომლის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შესძინა კონფერენციას.

სიმპოზიუმი უნივერსიტეტის პროფესორების, დოქტორანტების, მაგისტრანტების და დარგის პრაქტიკოსი მედიატორების მონაწილეობით ჩატარდა. მონაწილეთა მხრიდან წარმოდგენილი იყო 12 სამეცნიერო სტატია. ნაშრომები მედიაციის თემატიკაზე არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა.

ღონისძიებამ დადებითი შეფასებები დაიმსახურა როგორც მონაწილეებისა და მსმენელების, ასევე სტუმრების მხრიდან.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მასალები უახლოეს მომავალში გამოიცემა სამეცნიერო კრებულის ფორმატში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მედიაციის თეორიულ-საგანმანათლებლო ბაზას ქართულ აკადემიურ სივრცეში.

სიმპოზიუმი მხარდაჭერილია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხრიდან, ასოციაცია მიესალმება მსგავსი ტიპის შეხვედრებს, რაც მედიაციის განვითრებას შეუწყობს ხელს.
Back

_Video Gallery

Other news

2025 წლის 7 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2025 წლის 7 დეკემბრის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრების დღის წესრიგი:

რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო და მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმში.

კამპანიას „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“