ENG

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმნენ სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ იმნაიშვილი, ასევე UNDP-ის „კანონის უზენაესობის“ პროექტის ოფიცერი გულისა კახნიაშვილი.

შეხვედრის მოდერირებას უწევდა მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ იმნაიშვილი.

შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. გამოცდილმა მედიატორებმა ასოციაციის ახალ წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია პერმანენტულად ატარებს მსგავს შეხვედრებს, რადგან მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება და სფეროში არსებული გამოწვევების განხილვა ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მედიაციის ინსტიტუტის დახვეწასა და განვითარებას.

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.