ENG

მესამე ინტერდისციპლინური ფორუმი -„მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ .

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა მესამე ინტერდისციპლინური ფორუმი -„მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ .

ფორუმი მიმდინარეობდა პანელური დისკუსიის რეჟიმში, რომელსაც მოდერირებას უწევდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფორუმის წევრებს მიესალმა ლევან ასათიანი - გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, თამილა ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე ნანდოშვილი - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე, ლადო ხელაძე - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს უფროსი, რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს პროკურატურის, განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთბლივი პროექტის წარმომადგენლებმა.

ფორუმზე მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს შრომითი და კომერციულ დავების ეფექტურად გადაწყვეტაში მედიაციის როლზე, მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ბიზნეს სექტორში მედიაციის მნიშვნელობას. მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს სანოტარო მედიაციის განვითარების საჭიროებებზე და საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების მიზნით მის პოპულარიზაციის გზებზე.ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.