ENG

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიაციით დაინტერესებული პირებისათვის!

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია დაინტერესებულმა პირებმა შესაძლებელია განახორციელონ 2021 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის თანახმად, მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნებისათვის თითოეულ ნაკადზე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 მონაწილით, რომელთა რეგისტაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის (first come, first served) პრინციპის საფუძველზე. პირი, რომელიც ვერ დარეგისტრირდება მიმდინარე ნაკადზე, პრაქტიკულ უნარ ჩვევებში შემოწმების ეტაპს გაივლის მომდევნო ნაკადის ფარგლებში.


პროგრამის გავლის მსურველმა პირმა განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
(ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
(ბ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
(გ) ბიოგრაფია (CV);
(დ) პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასურის გადახდის ქვითარი.

 

პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასურად განისაზღვრა 250 ლარი.  
გთხოვთ, საფასური გადაიხადოთ შემდეგ ანგარიშზე -  (GE89BG0000000498819089 ბანკის კოდი: BAGAGE22).

 

გისურვებთ წარმატებას!

უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“