ENG

ონლაინ მედიაციის ეროვნული შეჯიბრი

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) ორგანიზებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის“ (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით დასრულდა მედიაციის 35-საათიანი ონლიან ტრენინგი საქართველოს 8 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტური გუნდებისთვის.

მოსამზადებელი ვორკშოპის შემდეგ 3-5 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ მედიაციის ეროვნული შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობდა 45 სტუდენტი, 8 მწვრთნელი და 20 მსაჯი.

კონკურსში ასპარეზობდნენ: თბილისის ღია უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმიწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

კონკურსმა გამოავლინა 4 საპრიზო ადგილის და სპეციალური ნომინაციების მფლობელი გუნდები.

I ადგილი - მედიატორის და მხარე წარმომადგენლის როლისთვის - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი ,,TSU iMediari"
II ადგილი - მხარე წარმომადგენლის როლისთვის - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ,,თემიდა".
II ადგილი - მედიატორის როლისთვის - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გუნდი ,,საბაუნი".
III ადგილი - მხარე-წარმომადგენლის როლისთვის თბილისის ღია უნივერსიტეტის გუნდი ,,TOU".
III ადგილი - მედიატორის როლისთვის სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „Justitia“.
IV ადგილი - მედიატორისა და მხარე-წარმომადგენლის როლისთვის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ,,ალტერნატივა".
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკითრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით დაგეგმილ ვებინარში, რომელიც დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებს შეეხებოდა.

ღონისძიება გაიმართა WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. ვებინარზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოში მედიაციის პროცესის პრინციპებსა და მორიგების ხელშეკრულებების აღსრულების შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დოკუმენტს, საქართველოს მედიატორტა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის ეგიდით, გაიმართა ვებინარი თემაზე- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში.

ვებინარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა , მარია სლაზაკმა გახსნა.