ENG

პირველი რეგიონული კონფერენცია „მედიაციის სფეროში რეგიონული თანამშრომლობა“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა პირველი რეგიონული კონფერენცია, სადაც მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან მოწვეული იურისტები და მედიატორები.
 
აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში. 
 
ღონისძიების მიზანია გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მედიაციის ჰაბის შექმნა კავკასიის რეგიონში
 
ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე მონაწილეებს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ხელმძღვანელმა ლევან ასათიანმა.
 
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა რომ მსგავსი ტიპის რეგიონული კონფერენციები ერთი მხრივ აღრმავებს მეზობლებს შორის ურთიერთობას რაც ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღევანდელი გლობალური მდგომარეობის გათვალისწინებით და მეორე მხრივ ეს არის პროფესიებს შორის თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვანი პლატფორმა რომელიც ხუთი ქვეყნისთვის ხელშემწყობი იქნება განავითარონ მედიაცია რეგიონში.
 
კონფერენციის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ და გაეზიარებინათ თავიანთი ქვეყნების გამოცდილებები.
 
ღონისძიებაზე ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის და მადლობა გადაუხადეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს რეგიონში პროფესიებს შორის თანამშრომლობის იდეის ინიცირების და განხორციელებისთვის, რისთვისაც აზერბაიჯანის მედიაციის საბჭომ პერსონალურად დააჯილდოვა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და  საქართველოს მედიატორთა ასოციაციას.
 
კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები  შეთანხმდნენ რომ გააგრძელებენ მუშაობას დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის (მედიაცია) შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დამყარებაზე.
 
ქვეყნებს შორის თანამშრომლობა იქნება სტაბილური და კონფერენცია მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.

სამართლის ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო მომხსენებლად სამართლის ფორუმზე, რომელიც გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობით.