ENG

პროექტ „MediateHER Georgia" ფარგლებში 20-21-22 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა მედიაციის უნარ-ჩვევების განმავითარებელ ტრენინგი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით, მოქმედ მედიატორ და მედიატორობის მსურველ ქალთათვის, ქალთა გაძლიერების მიზნების შესაბამისად, პროექტ „MediateHER Georgia ფარგლებში 20-21-22 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა მედიაციის უნარ-ჩვევების განმავითარებელ ტრენინგი.

ტრენინგის მონაწილენი იყვნენ ქუთაისის, ჭიათურის და ზუგდიდის მოქმედი მედიატორები და მედიატორობის მსურველი სხვადასხვა პროფესიის ქალები. ტრენინგის მიზანი იყო ეფექტური მედიაციის და დავის გადაჭრის ფსიქოლოგიური და კომუნიკაციური უნარების და ტექნიკების გაუმჯობესება და განვითარება

ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, მედიატორი ლია სანიკიძე და კონფლიქტოლოგი, ტრენერი მაია რაზმაძე.

აღნიშნული ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია: IVLP Impact Award Project -US Department of State & meridian International Center.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.