ENG

"საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-ს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ” - ირაკლი ყანდაშვილმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ინსტიტუციური განვითარებისა და დარგის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულის მექანიზმის აჭარის რეგიონში დანერგვა/პოპულარიზაციას და მედიაციის მექანიზმის ხელმისაწვდომობას. ასევე საზოგადოებაში სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების განხორციელებით მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2022 წლისთვის დაგეგმილია რეგიონულ ჭრილში ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრების გახსნა, რომლითაც შესაძლებლობა მიეცემა საზოგადოებას მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის გზით. აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მხარს უჭერს როგორც აჭარის რეგიონში სასამართლო მედიაციის ცენტრების გახსნას ისე მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დარგის განვითარების ხელშეწყობას
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია