ENG

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის'“ რიგით მეორე საერთო კრება

მედიატორთა სერთიფიცირების პროგრამა დამტკიცებულია!  "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის'“ რიგით მეორე საერთო კრებამ განიხილა და დაამტკიცა მედიატორთა სერთიფიცირების პროგრამა, რომელიც სამომავლოდ განსაზღვრავს. მედიატორთა პროფესიაში შემოსვლის სისტემას "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" რიგით მეორე საერთო კრების ფორმატში, ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა კრებას წარუდგინა ანგარიში განხორციელებული სამუშაოების შესახებ. ასოციაციის 2020-2025 წლის სტრატეგია შემუშავდა ევროკავშირისა და გაეროს გამვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. სსიპ "საქართველოს მედიატოთა ასოციაცია“ დაფუძნდა 2019 წლის 14 დეკემბერს "მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და აერთიანებს 54 მოქმედ მედიატორს. მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც კონფლიქტის მხარეებს აძლევს საშუალებას აწარმოონ მათ ინტერესზე მორგებული მოლაპარაკება, მესამე ნეიტრალური პირის - მედიატორის ჩართულობით და ნაკლები დროისა და ფინანსების დაზოგვის ხარჯზე მიაღწიონ ორმხრივად სასარგებლო შეთანხმებას. ასოციაციის მეორე საერთო კრება ჩატარდა ევროკავშირისა და UNDP მხარდაჭერით. 
უკან
სხვა სიახლეები

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.