ENG

ქუთაისში მოსამართლეებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა : „ არსებული პრაქტიკა და გამოწვევები სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს“.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით, ქუთაისში მოსამართლეებთან გამართა სამუშაო შეხვედრა: „ არსებული პრაქტიკა და გამოწვევები სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს“.

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ იმნაიშვილმა , USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო: ციცინო კიკვაძემ - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ; ციცინო მოსიძემ - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ; სოფიო ჩაჩავამ -საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა; ელენე ორჯონიკიძემ -საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა; ტარიელ სიხარულიძემ -საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა .

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის რეესტრის მედიატორები და მოსამართლის თანაშემწეები .

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხებოდა სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებს.

შეხვედრა დასრულდა შემაჯამებელი დისკუსიით და დაიგეგმა მედიაციის კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ისეთი ქმედითი ნაბიჯების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია