ENG

რეგიონალური კონფერენცია - ,,ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში“.

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ კონფერენციაზე - ,,ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში“, რომელიც გაიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ორგანიზებით.   სოფიო დუღაშვილმა მონაწილეებს გაუზიარა პრეზენტაცია თემაზე: „მედიაცია - არბიტრაჟის ალტერნატივა“ და ისაუბრა მედიაციის ქართულ მოდელზე და მის უპირატესობებზე, დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებთან მიმართემაში.ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს შორის გაიმართა პანელური დისკუსია დავის გადაწყვეტის მექანიზმების წარმატებული პროცესის სტრატეგიებზე, სადაც სოფიო დუღაშვილმა გაამახვილა ყურადღება მედიატორთა პროფესიული ეთიკური ვალდებულებების მნიშვნელობასა და გამოწვევებზე.   „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მუდამ მზად არის საქართველოში მედიაციის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კონფერენციაში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“