ENG

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ინიცირებით და მხარდაჭერით საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად შემუშავდა QR კოდი.

 
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით ზრუნავს საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალების გამოყენების შესახებ და შესთავაზოს საზოგადოებას ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც სოციალური მშვიდობის დამყარებას მოემსახურება.

იმისათვის, რომ უფრო გამარტივდეს მოქალაქეებისათვის მედიაციის ინსტიტუტის გამოყენება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ინიცირებით და მხარდაჭერით საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად შემუშავდა QR კოდი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მარტივად დასკანერების შემთხვევაში მიიღოს მოქალაქემ ამომწურავი ინფორმაცია მედიაციის შესახებ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

მედიაციის ინსტიტუტის დანერგვა განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ასევე სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერა. . სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერით შეიქმნა არაერთი სასამართლო მედიაციის ცენტრი სასამართლოების ბაზაზე. აღნიშნული სამედიაციო ცენტრების გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით“

აღნიშნული QR კოდის გამოყენება პირველად, პილოტურ რეჟიმში განხორციელდება რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ხოლო სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერით ეტაპობრივად სიახლე დაინერგება სხვადასხვა სასამართლო მედიაციის ცენტრებში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარია მოქალაქეს გადასცემს მიღების ბარათს რომელზეც დატანილი იქნება მედიატორთა ასოციაციის QR კოდი, რომლის დასკანერების შემთხვევაში მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა, ერთი მხრივ გაიგოს ინფორმაცია მედიაციის შესახებ და მეორე მხრივ აღნიშნული კოდი გამოიყენოს საქმის მედიატორისთვის გადაცემის მიზნიდან გამომდინარე მედიატორის შესარჩევად.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მიესალმება მსგავსი ინოვაციური მიდგომების დანერგვას , რომელიც ხელსემწყობი იქნება საქართველოში მედიაციის დარგის განვითარების!
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

პრაღაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა წარადგინა მედიაციის ქართულ მოდელზე მოხსენება

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ბატონმა ირაკლი ყანდაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ მე-17 საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში EconWorld.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.