ENG

საერთაშორისო მედიაციის კონფერენცია „მედიატორის სავალდებულო კონსულტაცია და სავალდებულო მედიაცია: როგორ მუშაობს ის სხვა ქვეყნებში?“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლატვიის სერტიფიცირებული მედიატორების საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედიაციის კონფერენციაში
„მედიატორის სავალდებულო კონსულტაცია და სავალდებულო მედიაცია: როგორ მუშაობს ის სხვა ქვეყნებში?“

კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება სავალდებულო მედიაციის განხორციელების მიმართულებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წამყვანი სპეციალისტები შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, უკრაინა, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების გზით, მედიაციის კულტურის გაძლიერებისა და მისი ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.