ENG

საერთაშორისო ვებინარი- „მედიაცია საზღვართშორისი ბიზნეს დავები”

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე- ირაკლი ყანდაშვილმა, როგორც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა მოდერირება გაუწია საერთაშორისო ვებინარს- „მედიაცია საზღვართშორისი ბიზნეს დავები”

ვებინარი ორგანიზებული იყო ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და ჰონგ კონგის საერთაშორისო მედიაციის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და ჰონგ კონგის ცენტრის წევრი ადვოკატების და მედიატორებისთვის პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს შორის გაიმართა თემატური დისკუსია, დაისვა საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები და მოხდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მედიაციის პრაქტიკის გაზიარება.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“