ENG

საჯარო ლექცია თემაზე: „მედიაცია - დავის ეფექტურად რეგულირების ახალი შესაძლებლობა“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო ლექცია გამართა უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, თემაზე: „მედიაცია - დავის ეფექტურად რეგულირების ახალი შესაძლებლობა“.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა მედიაციის განვითარების ეტაპებზე, აღნიშნული ინსტიტუტის ადგილსა და როლზე სამართლის სისტემაში, საქართველოში არსებულ იმ გამოწვევებზე, რომლებიც მედიაციის სრულფასოვნად დამკვიდრებასთან არის დაკავშირებული.

შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა. დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა. დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ დეტალურად გასცნობოდნენ მედიაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება