ENG

სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერითა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ( ELSA Georgia) ორგანიზებით იმართება ღინისძიება: სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში.

პროქტის მიზანს წარმოადგენს იურისტ სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებში მედიაციასთან დაკავშრებული როგროც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება. შერჩეულ მონაწილეებს ერთი კვირის განმავლობაში მედიატორების მიერ ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები მედიაციის შესახებ; აღნიშნული ღონისძიების მიზანია გააცნოს სტუდენტებს მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება.
 
განსახილველი საკითები:
  • დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები; მედიაციის არსი და მნიშვნელობა მედიაციის შედარებითი უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიულგზებთან მიმართებით;
  • მედიაციის ეთიკური საფუძვლები და პრინციპები; მედიაციის მნიშვნელობა ქართული სამართლის განვითარებაში, საქართველოს კანონი ,,მედიაციის შესახებ“
  • მედიაციის პროცესი (გახსნა, მომზადება, მოლაპარაკება);
  • მედიაციის მონაწილე მხარეები, მედიატორის როლი მედიაციის პროცესში;
  • მედიაციის წარმოების ფორმები;
  • მედიაციის შესაბამისი ვერბალური კომუნიკაცია,ნდობის ჩამოყალიბება,აქტიური მოსმენის ტექნიკები, ემოციების გაზიარება.

თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, მონაწილეები დაიყოფიან გუნდებათ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ და ერთმანეთს შეეჯიბრებიან მედიაციაში.
მედიაციის საქმის ავტორები და პროცესების შემფასებლები იქნებიან კვალიფიციური მედიატორები და იურისტები. თითოეულ ეტაპზე გუნდის მიერ მიღებული შეფასებათა დაჯამებით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.

გამარჯვებული გუნდის, გამოვლენის შემდგომ გუნდის წევრებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები, ხოლო ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. პროექტის საუკეთესო მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს სტაჟირება საქართველოს მედიატორთა ასოციციაში.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა - 25 მარტი 18:00 საათი; გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა 30 საუკეთესო მონაწილე; დეტალური დღის წესრიგი მონაწილეებს ეცობებათ არჩევის შემდგომ.





უკან
სხვა სიახლეები

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2023 წლის იანვარი - აპრილის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციის, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდნენ.

კონფერენცია - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, რომელიც გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრის და “შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის საქართველოში” ორგანიზებით.