ENG

სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში

29 მარტს, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერითა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ( ELSA Georgia) ორგანიზებით დაიწყო კონკურსი: სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში.
ღონისძიება გახსნა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა.

კვირეულის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან შემდეგ თემატიკას:

• დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები; მედიაციის არსი და მნიშვნელობა მედიაციის შედარებითი უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიულგზებთან მიმართებით;
• მედიაციის ეთიკური საფუძვლები და პრინციპები; მედიაციის მნიშვნელობა ქართული სამართლის განვითარებაში, საქართველოს კანონი ,,მედიაციის შესახებ“;
• მედიაციის პროცესი (გახსნა, მომზადება, მოლაპარაკება);
• მედიაციის მონაწილე მხარეები, მედიატორის როლი მედიაციის პროცესში;
• მედიაციის წარმოების ფორმები;
• მედიაციის შესაბამისი ვერბალური კომუნიკაცია,ნდობის ჩამოყალიბება,აქტიური მოსმენის ტექნიკები, ემოციების გაზიარება.


სამართლის სკოლის შემდგომ, მონაწილეები დაიყოფიან 3 კაციან გუნდებად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ და ერთმანეთს შეეჯიბრებიან მედიაციაში.
გამარჯვებული გუნდის, გამოვლენის შემდგომ გუნდის წევრებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები, ხოლო ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.


კონკურსში მონაწილე გამარჯვებულები გაივლიან სტაჟირებას საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში.












უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“