ENG

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-ს და ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-ს და ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობა მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვისა და პოპულარიზაციისთვის, დავების დროული და ეფექტური გადაწყვეტისთვის.
 
დოკუმენტს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და “საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების” თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
 
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სოციალური პარტნიორები : ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე.
უკან
სხვა სიახლეები

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2023 წლის იანვარი - აპრილის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციის, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდნენ.

კონფერენცია - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, რომელიც გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრის და “შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის საქართველოში” ორგანიზებით.