ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, მედიაციის ეთიკის პირველი ტრენინგ კურსი გამართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა.
ტრენინგ პროგრამის საფუძველზე მოქმედი მედიატორებისთვის ჩატარდა მედიაციის ეთიკის პირველი ტრენინგ კურსი, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ამავე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ს ასოცირებული პროფ. ნათია ჩიტაშვილი.
ტრენინგ კურსის ფარგლებში, მედიატორთა პროფესიული ქცევის სტანდარტების ჭრილში განზოგადებულ იქნა ქართული სამედიაციო პრაქტიკა, განხილულ იქნა ეთიკის მნიშვნელობა მედიაციის პროფესიად ფორმირებაში, წარმოჩინდა მედიატორის ეთიკის სტანდარტების პროცესუალური შინაარსი და გაზიარდა მედიატორთა მიერ ეთიკური დილემების მართვის სტრატეგიები და რეკომენდაციები.
მედიაციის ეთიკის განგრძობადი პროფესიული განათლების კურსი სავალდებულოა ყველა მოქმედი მედიატორისთვის, რაც ემსახურება მედიაციის ეთიკური მდგრადობისა და სანდოობის გაძლიერებას, პროფესიული ქცევის სტანდარტების ერთგვაროვან დამკვიდრებას და კეთილსინდისიერ რეალიზებას სასამართლო და კერძო მედიაციაში.

უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.