ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მედიატორთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის ინიციატივით საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს,  საქართველოს პარლამენტს მიმართა ინიციატივით კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც ეხება როგორც საქართველოს კანონს „მედიაციის შესახებ“ ასევე მედიაციასთან კავშირში მყოფ სხვა საკანონმდებლო აქტებს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით,კანონის მიღების შემდგომ მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის მექანიზმის სწორად განვითარებისთვის, დამატებით აუცილებელი გახდა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება. აღნიშნული ინიციატივის წარდგენა განაპირობა დღეს არსებულმა პრაქტიკამ.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა და მედიატორთა საქმიანობასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს და ეხება შემდეგ საკანონმდებლო აქტებს: „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;  „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ  დროულად მოხდება  წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა საქართველოს პარლამენტის მიერ  და ასევე მზად არის ითანამშრომლოს პარლამენტთან საკანონმდებლო წინადადების მომზადების პროცესში, რათა პროექტმა მიიღოს კანონის სახე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია