ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში “ფარგლებში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში “ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრა გახსნეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა თამარ ზუბაშვილმა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის სამუშაო შეხვედრისთვის სპეციალურად მოწვეული იყო ევროპის საბჭოს კონსულტანტი ნინა ბეტეტო, რომელმაც ისაუბრა ევროპის საბჭოს და მედიატორების ეთიკური სტანდარტებზე, დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ სანქციების სისტემაზე.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრების ცოდნის გაღრმავება მედიაციის ეთიკური საფუძვლების შესახებ, სხვა იურისდიქციებში არსებული მედიატორების ეთიკური სტანდარტების და დისციპლინურ პროცედურებზე, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეთიკური პრინციპები რეალურ მედიაციაში.

ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ სოფიო დუღაშვილმა ისაუბრა სანქციების აღსრულების სისტემასა და ეთიკური სტანდარტების დაცვის ქართულ მოდელზე. სამუშაო შეხვედრა დასრულდა რეალური შემთხვევის სცენარებზე მუშაობით და დისკუსიით.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აგრძელებს მედიაციის ინსტიტუციის გაძლიერება განვითარების მიზნით საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია