ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით ონლაინ ფორმატში ასოციაციის წევრებისთბის გაიმართა „ემოციური ინტელექტის საბაზისო ტრენინგი მედიატორებისთვის“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით ონლაინ ფორმატში ასოციაციის წევრებისთბის გაიმართა „ემოციური ინტელექტის საბაზისო ტრენინგი მედიატორებისთვის“.

მისასალმებელი სიტყვით ტრენინგი გახსნა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

ტრენერად მოწვეული იყო და მას უძღვებოდა სამართლის დოქტორი, პიროვნული განვითარების ტრენერი, ერიქსონის საერთაშორისო სკოლის სერთიფიცირებული - ქოუჩი ქეთევან ირემაშვილი.

აღნიშნული ტრენინგში მონაწილეობა, მედიატორებს ჩაეთვლებათ განგრძობადი პროფესიული განვითარების სავალდებულო კრედიტებში.ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგის პირველი ნაწილი დაეთმო თეორიულ საკითხებს, როგორიც არის შესავალი ემოციურ ინტელექტში: ემოციური ინტელექტი, როგორც კონკურენტული უპირატესობა, ემოციური ინტელექტის დეფინიცია და მისი პრაქტიკული გამოყენების თავისებურებები, თვითშემეცნების ხაზი, გაცნობიერების ძალა, ხოლო ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფური ქოუჩინგის სესიას და პირადი მიზნების დამუშავებას, რომელიც ჩატარდა ინდივიდუალურად კონფიდენციალურობის დაცვით. მონაწილეებმა აირჩიეს და დაამუშავს ერთი კონკრეტული მიზანი მათი პირადი, პიროვნული განვითარების/პროფესიული ცხოვრების სფეროებიდან; ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის დასასრულს განხორციელდა მედიატორთა გამოცდილების გაზიარება და ემოციური ინტელექტის მნიშვნელობის ხაზგასმა მედიატორებისთვის.
 
„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად მზად არის შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შეუწყოს მედიატორთა პროფესიულ განვითარებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს

ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ქ. ბათუმში გამართა შეხვედრა

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ და სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრმა მოსამართლემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - ლიკა ბოკერიამ, საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრი გახსნეს.