ENG

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აზერბაიჯანის მედიაციის საბჭოს თავმჯდომარეს ნადირ ადილოვს შეხვდა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილსა და აზერბაიჯანის მედიაციის საბჭოს თავმჯდომარეს ნადირ ადილოვს შორის გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.მხარეებმა ისაუბრეს როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული მედიაციის პროცესების და პერსპექტივების, ისე დავის რეგულირების ახალი მექანიზმის არსებული გამოწვევების და საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგები, რაც მიზნად ისახავს მედიაციის პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოში.ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას მედიაციის სფეროში და გამოთქვამს მზადყოფნას აზერბაიჯანის მედიაციის საბჭოსთან შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობისთვის.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია