ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციის, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს მედიაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე , ასევე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმება სხვადასხვა სახის პროექტები, მათ შორის, მედიაციის საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თავმჯდომარე, სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და ამავე უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ზუგდიდში გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

საერთაშორისო ვებინარი- „მედიაცია საზღვართშორისი ბიზნეს დავები”

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე- ირაკლი ყანდაშვილმა, როგორც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა მოდერირება გაუწია საერთაშორისო ვებინარს- „მედიაცია საზღვართშორისი ბიზნეს დავები”

შეხვედრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებთან

გრძელდება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაწყებული კამპანია, რომლის მიზანია მედიაციის არსი და რაობა გააცნოს ბიზნეს სკოლების სტუდენტებს, მომავალი ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში.