ENG

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ იმნაიშვილმა ასოციაციის ოფისში უმასპინძლეს დელეგაციას ყირგიზეთიდან.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ იმნაიშვილმა ასოციაციის ოფისში უმასპინძლეს დელეგაციას ყირგიზეთიდან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა დელეგატებს გააცნო საქართველოში მედიაციის როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის გამოყენების, ასევე ამ მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგები, რაც მიზნად ისახავს მედიაციის პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოში.

საქართველოში ყირგიზეთის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქართული მედიაციის მოდელის და საერთაშორისო მორიგებების ფარგლებში მედიაციის შესახებ სინგაპურის კონვენციის რატიფიკაციისა და შემდგომი იმპლემენტაციის საკითხების გაცნობა.

ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომლითაც ხელი ეწყობა მედიაციის დარგის განვითარებას საქართველოში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

2024 წლის შემაჯამებელი საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2024 წლის შემაჯამებელ საინფორმაციო ბიულეტენს

„ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიაციის პრაქტიკა და მისი გამოწვევები“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიაციის პრაქტიკა და მისი გამოწვევები“.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აგრძელებს პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრებს

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აგრძელებს პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრებს, რაც მედიაციის განვითარებისა და ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს