ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის პრაქტიკული სახელმძღვანელოს - "მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება" -ის პრეზენტაცია.

28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორის ირაკლი ყანდაშვილის პრაქტიკული სახელმძღვანელოს - "მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება" -ის პრეზენტაცია.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სახელმძღვანელოს ავტორმა ირაკლი ყანდაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს ვინც სახელმძღვანელოს შექმნაში შეიტანა წვლილი.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ  ივანე ჯავახიშვილის თბილისის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსამართლეები, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლები და მედიატორები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე წიგნით დაინტერესებული სხვა პირები.

ღონისძიების დასასრულს წიგნის ავტორმა ირაკლი ყანდაშვილმა, მოწვეულ სტუმრებს პირადი ავტოგრაფით საჩუქრად გადასცა სახელმძღვანელოები.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია