ENG

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი თამარ იმნაიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი თამარ იმნაიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  საგანმანათლებლო საფეხურის   25  სტუდენტი მედიატორისა და მხარე-წარმომადგებლის პროფესიული კომპეტენციების განვითარების მიზნით, სპეციალური მომზადების საფუძველზე უშუალოდ ჩაერთვებიან  მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასების მიზნით ორგანიზებულ მედიაციის სიმულაციურ პროცესებში.     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების  აქტივობა ხორციელდება მედიაციის კლინიკური სწავლების პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში და აღიარებულ იქნება სასწავლო კრედიტებად  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  აკადემიურ სემესტრებში.    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენდენტების 2-თვიანი სტაჟირება  და მედიაციის კლინიკური სწავლების პრაქტიკული მოდული  საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ბაზაზე განხორციელდება  ყოველსემესტრულად მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასების საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. 
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია