ENG

ტრენინგი - მედიატორი-საქმის მენეჯერი

ამ წუთებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ტრენინგი მიმდინარეობს, სახელწოდებით- მედიატორი-საქმის მენეჯერი, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში იმართება

შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის - მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის - მხარდაჭერით ხორციელდება.

მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, ირაკლი გელოვანი.

ტრენინგს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, ელენე ორჯონიკიძე უძღვება. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს , რომელსაც მედიატორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ესწრებიან.

ტრენინგზე ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ , როგორებიც არის მედიატორის არჩევა /დანიშვნა, თანამედიაცია და მხარეებთან კომუნიკაცია, ასევე საუბარი იქნება მედიაციის ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მედიატორები შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც შეასრულებენ.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება