ENG

ტრენინგი თემაზე - მედიაცია დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი საქართველოში

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე - მედიაცია დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი საქართველოში, სადაც მონაწილეობა ახალციხის, ბათუმის, გორის, ქუთაისის, მარნეულის, ოზურგეთის, რუსთავის, საგარეჯოს, თელავისა და ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ტრენინგი გახსნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ხატისკაცმა, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) - ის წარმომადგენლებმა ირინა ლორთქიფანიძემ.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თანამშრომლებს მედიაციაციის არსი, მისი მნიშვნელობა და აქტუალური საკითხები გააცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე ორჯონიკიძემ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ცენტრების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას მედიაციის შესახებ, რათა მათ ამ ტიპის მომსახურების მიღებით დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციაციასთან” დაკავშირება შეეძლოთ.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“