ENG

ტრენინგი სტატისტიკური ბაზის შექმნისა და მისი ეფექტიანად მართვის შესახებ

დონორი ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით გრძელდება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერებისა და განვითარების პროცესი.

აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ორგანიზებულ იქნა ტრენინგი სტატისტიკური ბაზის შექმნისა და მისი ეფექტიანად მართვის შესახებ.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ევროპის საბჭოს „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის უფროსმა მენეჯერმა უჩა ბახტაძემ.

ტრენინგს უძღვებოდნენ უცხოელი მოწვეული ექსპერტები: იტალიის მედიაციის ცენტრის თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი - ლეონარდო დურსო და საერთაშორისო მედიატორი, ექსპერტი - კონსტანტინ ადი გავრილა.

შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქციული ფორმატით, სადაც მონაწილეებმა აქტიურად და დეტალურად განიხილეს როგორც საერთაშორისო მედიაციის მოდელები, ისე საქართველოს კონტექსტში არსებული მდგომარეობა და სტატისტიკური მონაცემები.

ტრენინგის შემაჯამებელ ნაწილში დასმული იქნა მრავალი მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით კვლავ გააგრძელებს მედიაციის ინსტიტუციის გაძლიერებასა და განვითარების მიზნით საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია