GEO

ტრენინგი სტატისტიკური ბაზის შექმნისა და მისი ეფექტიანად მართვის შესახებ

დონორი ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით გრძელდება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერებისა და განვითარების პროცესი.

აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ორგანიზებულ იქნა ტრენინგი სტატისტიკური ბაზის შექმნისა და მისი ეფექტიანად მართვის შესახებ.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ევროპის საბჭოს „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის უფროსმა მენეჯერმა უჩა ბახტაძემ.

ტრენინგს უძღვებოდნენ უცხოელი მოწვეული ექსპერტები: იტალიის მედიაციის ცენტრის თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი - ლეონარდო დურსო და საერთაშორისო მედიატორი, ექსპერტი - კონსტანტინ ადი გავრილა.

შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქციული ფორმატით, სადაც მონაწილეებმა აქტიურად და დეტალურად განიხილეს როგორც საერთაშორისო მედიაციის მოდელები, ისე საქართველოს კონტექსტში არსებული მდგომარეობა და სტატისტიკური მონაცემები.

ტრენინგის შემაჯამებელ ნაწილში დასმული იქნა მრავალი მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით კვლავ გააგრძელებს მედიაციის ინსტიტუციის გაძლიერებასა და განვითარების მიზნით საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობას.
Back

_Video Gallery

Other news

საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, წარმატებით მოაგვარა მედიატორთა საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხი

საერთაშორისო მედიაციის კონფერენცია „მედიატორის სავალდებულო კონსულტაცია და სავალდებულო მედიაცია: როგორ მუშაობს ის სხვა ქვეყნებში?“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლატვიის სერტიფიცირებული მედიატორების საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედიაციის კონფერენციაში „მედიატორის სავალდებულო კონსულტაცია და სავალდებულო მედიაცია: როგორ მუშაობს ის სხვა ქვეყნებში?“

ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია", ახალციხეში

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალციხეში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია"