ENG

უკრაინის მედიაციის აკადემიასა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ საერთაშორისო თანამშრომლობის არეალს აფართოებს.
უკრაინის მედიაციის აკადემიასა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ინსტიტუციურ მხარდაჭერას, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას.

მემორანდუმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართველი მედიატორებისთვის მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და მხარდაჭერა”.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა