ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მედიატორთა საერთაშორისო რეესტრთან (IRM)

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მედიატორთა საერთაშორისო რეესტრთან (IRM) .

მემორანდუმი მიზნად ისახავს - მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობას, პრაქტიკის გაზიარებას,მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საერთაშორისო მედიაციის რეესტრის თავმჯდომარემ, პროფესორმა იან ცვიტენმა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობას ქვეყანაში მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერება-განვითარების მიზნით.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია