ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან

მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერების პროცესი გრძელდება.
მედიაციის დანერგვისა და განვითარების საქმეში დიდია როლი და მნიშვნელობა უნივერსიტეტებისა. სწორედ ამიტომ გრძელდება ურთიერთთანამშრომლობის პროცესი და დღეს, 17 ივნისს ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ხელმომწერნი არიან ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციაციამ“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყეს COVID-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების სამთვიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხელს შეუწყობს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პანდემიის შედეგად გამოწვეული დავების მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის განმარტებით, ეს არის სოციუმისათვის შეთავაზებული უნიკალური საშუალება და ეფექტური მექანიზმი, რათა სრულიად უფასოდ და ეფექტიანად მოგვარდეს მათ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი დავები.
უკან
სხვა სიახლეები

2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

მედიაცია ბიზნეს კვირეულის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ქ.ბათუმში გამართა შეხვედრა

ღონისძიება მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” ფარგლებში

მედიაციის განვითარებისადმი მიძღვნილი მესამე ყოველწლიური ფორუმი

ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ - აკაკი საღირაშვილმა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ - ნინო კვენეტაძემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა - ელგუჯა მელაძემ და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა - დავით ებრალიძემ.