ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "ევროპის უნივერსიტეტთან"

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციას", ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით "ევროპის უნივერსიტეტი" შემოუერთდა. მედიაციის დანერგვისა და განვითარების საქმეში უნივერსიტეტების ჩართულობა მნიშვნელოვანია. გრძელდება ურთიერთთანამშრომლობის აქტიური პროცესი. 23 ივნისს გამოფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და "ევროპის უნივერსიტეტს" შორის. მემორანდუმის ხელმომწერნი არიან: "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი თამარ კორძაია.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად "საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ და "ევროპის უნივერსიტეტმა" დაიწყეს COVID-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების სამთვიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ხელს შეუწყობს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პანდემიის შედეგად გამოწვეული დავების მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“