ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "იურიდიული დახმარების სამსახურთან"

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-სა და ,,იურიდიული დახმარების სამსახურ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუციური განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების დანერგვა/პოპულარიზაციას.

მხარეებმა განიხილეს და დაგეგმეს მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო აქტივობები, მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურში არსებულ საქმეთა მედიაციაში რეფერირების, პრაქტიკაში დანერგვა-განხორციელების იდეა.

მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების სამსახურის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო კატეგორიის დავებზე მედიაციის გამოყენების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, მედიაციის პოპულარიზაცია-განვითარებას და მეორე მხრივ, იურიდიული დახმარების სამსახურში არსებულ საქმეთა ნაკადის განტვირთვას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ,,იურიდიული დახმარების სამსახურის” დირექტორმა - დავით სიმონიამ.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია