ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის უნივერსიტეტთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „ქუთაისის უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს - მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, შესაძლებლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სტაჟირების ხელშეწყობას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების პროცესში თანამშრომლობის უზრუნველყოფა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორმა გოჩა თუთბერიძემ.
უკან
სხვა სიახლეები

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2023 წლის იანვარი - აპრილის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციის, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდნენ.

კონფერენცია - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, რომელიც გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრის და “შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის საქართველოში” ორგანიზებით.