ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა” და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად ინსტიტუციები შეთანხმდნენ ერთობლივი ძალისხმევით გადადგან ნაბიჯები მედიაციის პოპულარიზაციის, სასამართლო მედიაციის ეფექტური განვითარების მიზნით, ისევე როგორც დაიგეგმა ერთობლივი პროექტები მედიაციის შესახებ ცნობიერების ზრდის თვალსაზრისით.

აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას მედიაციის შემდგომი განვითარების საქართველოში.
 
მემორანდუმს ხელს აწერენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ქადაგიძე და ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ყანდაშვილი.
 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება მხარდაჭერილია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

 

უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.