ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სდასუს უნივერსიტეტთან

30სექტემბერს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ხელმომწერნი არიან: მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი თეიმურაზ ქორიძე.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ერთობლივი მედიაციის ცენტრის დაფუძნებას.
მხარეებმა ერთობლივად დაიწყეს პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების უკვე დაწყებული სამთვიანი პროექტი.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ხელს შეუწყობენ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პანდემიის შედეგად გამოწვეული დავების მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობენ განათლების სისტემაში მედიაციის ინტეგრირების, ასევე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის კუთხით.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“