ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სდასუს უნივერსიტეტთან

30სექტემბერს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ხელმომწერნი არიან: მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი თეიმურაზ ქორიძე.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ერთობლივი მედიაციის ცენტრის დაფუძნებას.
მხარეებმა ერთობლივად დაიწყეს პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების უკვე დაწყებული სამთვიანი პროექტი.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ხელს შეუწყობენ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პანდემიის შედეგად გამოწვეული დავების მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობენ განათლების სისტემაში მედიაციის ინტეგრირების, ასევე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის კუთხით.
უკან
სხვა სიახლეები

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2023 წლის იანვარი - აპრილის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციის, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდნენ.

კონფერენცია - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, რომელიც გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრის და “შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის საქართველოში” ორგანიზებით.