ENG

USAID -ს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ოფისს ეწვია და თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა

USAID -ს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ოფისს ეწვია და თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების მნიშვნელობა საქართველოსთვის, რაც წინაპირობას წარმოადგენს სოციალური მშვიდობის დამკვიდრების და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საქართველოში. მისიის დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა 2020 წლის 01 იანვრიდან ის ინტენსიური ინსტიტუციური განვითარების წარმატებული ეტაპები რაც სწრაფი ტემპით ასოციაციამ გაიარა და დაისახა შემდგომი სტრატეგიული თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. USAID -ს მხარდაჭერით “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ბაზაზე მათ შორის მოეწყო სამედიაციო პროცესის დარბაზები, ინერგება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამა,  ხორციელდება პროფესიული ეთიკის სტანდარტების ინსტიტუციონალიზაცია, დაგეგმილია ყოველწლიური საერთაშორისო  ფორუმის დაფუძნება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის. ირაკლი ყანდაშვილმა დარგში მიმდინარე წარმატებული რეფორმების შესახებ და  არსებული გამოწვევების თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა მისიის დირექტორს და მადლობა გადაუხადა მდგრადი, ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
 
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია