ENG

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, კანონის უზენაესობის პირველი რეგიონული ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ იმნაიშვილმა მონაწილეობა მიიღო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, კანონის უზენაესობის პირველ რეგიონულ ფორუმში.

ფორუმში მონაწილეობდნენ იმერეთის და აჭარის რეგიონის მართლმსაჯულების სფეროს, უნივერსიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ბათუმისა და ქუთაისის რეგიონული ჰაბების ფარგლებში.

სესიებს უძღვებოდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის პარტნიორები, და მოიცავდა კანონის უზენაესობის აქტიური დაცვისა და პატივისცემის სტრატეგიების გაზიარებასა და განხილვას. დისკუსიების მთავარი ფოკუსი იყო ბავშის საუკეთესო ინტერესების დაცვის კრიტიკული გამოწვევების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.

მედიატორის როლზე საოჯახო სამართლებრივი დავის დროს, როცა საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ისაუბრა მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ იმნაიშვილმა.

ფორუმმა ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის კანონის უზენაესობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, წაახალისა თანამშრომლობა და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მსჯელობა.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია