ENG

USAID/PROLoG-ის მიზნობრივი გრანტის დახმარებით საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფისის აღჭურვა მოხდა

USAID/PROLoG-ის მიზნობრივი გრანტის დახმარებით საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფისის აღჭურვა მოხდა.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მადლობას უხდის USAID/PROLoG-ს მხარდაჭერისათვის და აღნიშნავს, რომ USAID/PROLoG-ის მიზნობრივი გრანტი, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული დავების მოგვარებისათვის.
USAID/PROLoG-ის გრანტით მოხდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფისის აღჭურვა და ეს ძალზედ გააადვილებს სამოქალაქო საქმეების დისტანციურად განხილვისა და მედიაციის პროცესს.
USAID/PROLoG-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ COVID-19-ის გავრცელების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა და მოხდა დისტანციური მედიაციის ფორმალიზება, ხოლო შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით, შეიქმნა დავათა ონლაინ გადაწყვეტის ახალი პლატფორმა, რამაც სამოქალაქო საქმეებზე მოდავე მხარეებს საქმის დისტანციურად განხილვის საშუალება მისცა.
აღნიშნული პლატფორმის დახმარებით 54 აკრედიტირებულ მედიატორს Webex-ის საკუთარი ანგარიში აქვს და ონლაინ მედიაციის ჩატარება შეუძლია.
უმნიშვნელოვანესია, რომ USAID/PROLoG-ის გრანტით შეძენილი ოფისის აღჭურვილობა და კომპიუტერები გამოყენებული იქნება:

• სამოქალაქო კოლეგიების მიერ გადმოცემული მედიაციის საქმეების მართვისთვის;
• მხარეებთან კომუნიკაციისთვის;
• მედიატორებს შორის საქმეების განაწილებისთვის;
• მედიატორის არჩევისა და დანიშვნისთვის, როცა მხარეები მედიატორზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
ამ პროცესში USAID/PROLoG-ის საგრანტო დახმარება იყო და არის დასტური საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისა.
უკან
სხვა სიახლეები

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2023 წლის იანვარი - აპრილის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციის, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია მონაწილეობდნენ.

კონფერენცია - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე - "შრომითი უფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, რომელიც გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრის და “შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის საქართველოში” ორგანიზებით.