ENG

ვებინარი - "სინგაპურის კონვენციის შესახებ"

5 ოქტომბერს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის „ ორგანიზებით, ასოციაციის   წევრებისათვის ჩატარდა ვებინარი: „სინგაპურის კონვენციის შესახებ“, რომელსაც უძღვებოდა სინგაპურის მედიაციის ცენტრის სერტიფიცირებული მედიატორი, დოქტორი - DR. Bharati Rao.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე- ირაკლი ყანდაშვილმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სინგაპურის კონვენციის მნიშვნელობას  საერთაშორისო კომერციული დავების მედიაციის გზით გადაწყვეტილ საქმეებზე  და აღინიშნა, რომ კონვენცია უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ საშუალებებს მედიაციის შედეგების აღსასრულებლად.ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია. 
სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“  განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობას და ასოციაციის წევრებს კვლავ მისცემს შესაძლებლობას  გაეცნონ მედიაციის სფეროში   საერთაშორისო პრაქტიკას.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“