კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ყველაზე დამოუკიდებელი და შემოქმედებითი პროფესიული გაერთიანების - სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ვებ- გვერდზე!
2020 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“, რაც უპრეცენდენტო რეფორმას წარმოადგენს ბოლო წლების საქართველოში, აღნიშნული კანონის ამოქმედებამ ყველა ჩვენთაგანს ჯერ კიდევ წარმოუდგენელი შესალებლობები დაგვიქვემდებარა, რითაც ფაქტობრივ შეუძლებლის შესაძლებლად წარმოდგენა და მიღწევა უნდა შევძლოთ, კერძოდ:
- მოგვეცა შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოთ სასამართლოში მიმდინარე ჩვენი სამართლებრივი დავა!
- მოგვეცა შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოთ ჩვენი სამართლებრივი დავა სასამართლოსთვის მიუმართავად, პირდაპირ მედიატორის დახმარებით!
- ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება სასამართლოს მიერ სავალდებულო სახით დამტკიცებას და ჩვენი ხელით ვანხორციელებთ მართლმსაჯულებას!
- ეს ყველაფერი ხორციელდება უმოკლეს ვადებში და გაცილებით უფრო მცირე დანახარჯით ვიდრე ნებისმიერი სხვა სახის დავის გადაწყვეტის საშუალების გამოყენებით.
ირაკლი ყანდაშვილი
თავმჯდომარე