ENG

მედიატორი

ანა დევდარიანი

მედიატორი
სიითი N0202
ანა დევდარიანი - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფროსი იურისტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი, ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, შრომის სამართლის ტრენერი და მკვლევარი.

ანას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა (NCADR) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ.

ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრის დიპლომს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს. მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მას რამდენჯერმე აქვს მოპოვებული სახელმწიფო სტიპენდია.

ანა მოწვეული მსაჯის სტატუსით მონაწილეობდა, 2023 წელს ორგანიზებულ მომხმარებელთა უფლებების სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესებში. ასევე გახლავთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ 2019 წელს ორგანიზებული შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესების ერთ-ერთი გამარჯვებული მონაწილე.

ის ასევე მკვლევრის სტატუსით მონაწილეობას იღებდა საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარების შექმნის პროცესში, რომელიც ორგანიზებული იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის და გაეროს შრომის ორგანიზაციის (UN AGENCY ILO) მიერ. ამასთან, ანა აქტიურად ატარებს პრაქტიკულ ტრენინგებს შრომის სამართლის სფეროზე. ანა სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში, იურიდიულ ფირმა “JG Counselors” და კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროში“.

ანას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: შრომითი, სახელშეკრულებო და კომერციული ურთიერთობები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან